Tuesday, October 18, 2011



პროექტის სახელწოდება:"დედა ენა ჩვენი საუნჯეა"
 პროექტის მთავარი იდეა:ბავშვებისათვის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა,ცნობები პიროვნების შესახებ, რომელმაც მოგვცა შესანიშნავი წიგნები "დედაენა", "ბუნების კარი" და" რუსსკოე სლოვო"
პროექტის აქტუალობა:გოგებაშვილის–როგორც "დედაენის" შემქმნელის სიყვარულისა და პატივისცემის შთანერგვა მოსწავლეებში.
პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ ი. გოგებაშვილის შემოქმედების სწორად აღქმა და ამ მიზნით შეეჩვიონ დამოუკიდებელ მუშაობას, ინფორმაციის მოძიებას ,ძირითადი და მეორეხარისხოვანი საკითხების გამოკვეთას. საკუთარი აზრის გადმოცემას, სხვისი აზრის მოსმენას და პატივისცემას.ნახონ გოგებაშვილის სახლ–მუზეუმი.

მონაწილეთა ასაკი :მე–3კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა:თებერვლის ბოლოს
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძზლება შეიქმნას:მოიძიებენ  მასალებს ,ლექსებს, ბიოგრაფიულ ცნობებს, პატარ–პატარა მოთხრობებს, მოეწყობა ექსკურსია ვარიანში ი. გოგებაშვილის სახლ–მუზეუმში,ახლოს გაეცნობიან ბავშვები ი. გოგებაშვილისათვის ძვირფას ნივთებს. შემდეგ სკოლაში მოეწყობა ღონისძიება  "დედაენა ჩვენი საუნჯეა"
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ი.გოგებაშვილის პორტრეტი, წიგნი "დედაენა", "ბუნების კარი", "რუსსკოე სლოვო",ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, კომპიუტერული ტექნიკა.საკლასო ოთახი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კლასს დავყოფ ჯგუფებად, თითეეულ ჯგუფს მივცემ კონკრეტულ დავალებას, რომელიც უნდა მოამზადონ გარკვეულ ვადაში. მონიტტორინგს გავუწევს მასწავლებელი.მოვაწყობ საკლასო ღონისძიებას "დედაენა ჩვენი საუნჯეა".გამოფენილი იქნება ი.გოგებაშვილის პორტრეტი, სხვადასხვა დროს გამოცემული "დედაენა" ,"ბუნების კარი".სურათები ექსკურსიის დროს გადაღებული, ბავშვები წაიკითხავენ მათ მიერ მომზადებულ მასალებს გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ, წაიკითხავენ ლექსებს, მოთხრობებს.ნახავენ ვიდეო მასალას ვარიანში გადაღებულს,რომლის ირგვლივაც იქნება შთაბეჭდილებების გაზიარება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:საბუნებისმეტყველო საგნებთან,ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)ლილი ურუშაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:liliurushadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი:lurushadze.blogger.com